სალომე ზურაბიშვილი – რაც არ უნდა მოვისმინო საკუთარ თავზე, უფრო ღირებულია სიტყვისა და გამოთქმის თავისუფლება – თავისუფლებას ფასი არ აქვს

მთავარი ბულინგი [ჩემს მიმართ] არის, რომ ბებერია. მეგონა, რომ ქართულ კულტურაში პირიქით იყო და ხანშიშესული ადამიანების მიმართ იყო პატივისცემა – თავისუფლებას ფასი არ აქვს, ყველაფერი უნდა მოითმინო ამის გამო – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” ინტერვიუში განაცხადა, რითაც არხის ჟურნალისტებისადმი ბულინგის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
მისივე თქმით, თმენის ვალდებულება აქვს ყველას, ვინც თანამდებობაზეა.
„ყველას აქვს თმენის ვალდებულება. ჩემზე, რაც ბოლო 13 წლის განმავლობაში, თქმულა… ყველაფერი მაქვს მოსმენილი, ყველაფერი არის დაწერილი, ნათქვამი, სხვადასხვა არხებზე. მეტიც, თქმულა იმ ადამიანებისგან, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ ქართულ ტრადიციებს, კულტურას წარმოადგენენ და ა.შ. მთავარი ბულინგი არის იმაზე, რომ ბებერია. მე მეგონა, რომ ქართულ კულტურაში პირიქით იყო და ხანშიშესული ადამიანების მიმართ იყო პატივისცემა და ა.შ. თუ ხარ თანამდებობაზე, ბულინგის არ უნდა გეშინოდეს, უნდა მიიღო ბულინგი და უნდა მოინელო, გაატარო. ეს არ არის მთავარი, არ აქვს არავითარი მნიშვნელობა და ეს არის ჩვენი, ყველას ვალდებულება, ვინც თანამდებობებზე ვართ, რომ მოვითმინოთ ბულინგი იქნება, თუ კრიტიკა, თუ ლანძღვა. მე რაც მაქვს მოსმენილი, არ მინდა გავიმეორო. მე მაქვს უფლება, რომ ვთქვა, ყველამ უნდა მოვითმინოთ! რაც არ უნდა მოვისმინო საკუთარ თავზე, უფრო ღირებულია სიტყვის, გამოთქმის თავისუფლება, ვიდრე ამის შეზღუდვა იმიტომ, რომ ვიღაცას დისკომფორტს უქმნის, ძნელი ასატანია, უზრდელობაა, მიუღებელია ზოგჯერ, მაინც თავისუფლება! თავისუფლებას ფასი არ აქვს, ყველაფერი უნდა მოითმინო ამის გამო. თავისუფლება, თავისუფლება და თავისუფლება!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ჯერ უნდა იუზრდელოს, იპროვოკატოროს, „იძველბიჭოს“ და ამაზე პასუხს თუ მიიღებს, პასტა და ფურცელი არ გააგდოს პოლიციაში ხელიდან – რანაირი ქართულია? რაში ჯდება? ეს არის „ნაცი“ პროვოკატორის ქცევის წესი