– პუტინი დათანხმდა შეაჩეროს თავდასხმები ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ არა სამოქალაქო ობიექტებზე – ეს არის მშვიდობის პუტინისეული გზა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, -სა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარს ეხმაურება და აცხადებს, რომ პუტინი დათანხმდა შეაჩეროს თავდასხმები ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ არა სამოქალაქო ობიექტებზე, ქალაქებსა და საავადმყოფოებზე.
„პუტინი დათანხმდა “შეაჩეროს თავდასხმები ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე”, მაგრამ არა სამოქალაქო ობიექტებზე, ქალაქებზე, საავადმყოფოებზე. სავარაუდოდ, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ მოწოდება მიზნად ისახავდა ადამიანური მსხვერპლის შეჩერებას და არა რუსული აქტივების დაცვას. ეს არის მშვიდობის პუტინისეული გზა“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, გუშინ, -სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის გამართული სატალეფონო საუბრის შემდეგ კრემლმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბრისას დადებითად გამოეხმაურა დონალდ ტრამპის ინიციატივას ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების 30 დღით შეწყვეტის თაობაზე და რუს სამხედროებს შესაბამისი ბრძანება მისცა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო