სალომე ზურაბიშვილი – პროტესტი არსად წასულა, არავინ ჩათვალოს, რომ მუხტი გამქრალია და შეუძლიათ, რაც უნდათ, ის გააკეთონ, ქართველი ხალხი დგას – ეს არის ძალიან რთული ბრძოლა, რომელსაც არ გააჩნია მზა რეცეპტები

პროტესტი არსად წასულა და ის 50,70,80 ათასი ადამიანი გამოვა და გამოვა მშვიდობიანად, როგორც გამოდიოდა, ეს იქნება დღეს, ხვალ და ზეგ. არავინ ჩათვალოს, რომ მუხტი გამქრალა და შეუძლიათ, რაც უნდათ, ის გააკეთონ, არ არის ეს ასე. ქართველი ხალხი დგას თავის ადგილას, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განუცხადა.
ზურაბიშვილის შეფასებით, „რეჟიმის მთავარი სამიზნე არის“ რუსთაველის გამზირი.
„ქართველმა ხალხმა გამოაჩინა გამძლეობა, წინააღმდეგობა. აქ მყოფი სრულიად მშვიდობიანი საზოგადოება, რომელიც გამოდის და თავის სიტყვას ამბობს – “მე არ შევეგუები“, ამ ხელისუფლებას, რომელიც არის არალეგიტიმური , გაყალბებული თ შედგენილი და შემდგომ, რომელმაც ზურგი აქცია ჩვენ ევროპულ მომავალს, “მე არ შევეგუები” – ამას ამბობს თითოეული მოქალაქე, რომელიც აქ 312- დღეა მოდის და გააგრძელებს. რეჟიმის მცდელობა, ცხადია, არის ის, რომ რაღაცნაირად ეს რუსთაველი ან შეაშინოს, ან გააჩეროს, ან გადაიყვანოს სხვა რამეში, რომ მისი ხასიათი შეიცვალოს, თვითონ მოირგოს მშვიდობის მატია და ჩვენ მოგვარგოს ძალადობრივი სურათი. ეს არ გამოვა.
ან ემუქრებიან ამ რუსთაველს ან ცდილობენ, რომ უიმედობა გააჩინონ. აქ რომ ზოგჯერ ისმის” „ აბა, რა პერსპექტივაა“, „რა გეგმებია“ – არ შეიძლება, რომ იყოს კონკრეტული გეგმა იმისა, თუ როგორ დამთავრდება დიქტატურული, რუსული რეჟიმი. ჩვენ ერთობლივად ვებრძვით აქაურ დიქტატურულ რეჟიმს და მის ზურგს უკან მდგარ რუსეთს, ყველანაირად ეხმარება, ის სპეცსამსახურები, როგორ არჩევნების დროს დაეხმარნენ, ისე ეხმარებიან დღეს, ყველანაირად დგანან მის უკან და ჩვენ ამ ყველაფერს ერთად ვებრძვით. ამიტომ, ეს არის ძალიან რთული ბრძოლა, რომელსაც არ გააჩნია მზა რეცეპტები და ვინც იტყვის, რომ მზა რეცეპტი არსებობს- ყველას გვინდა, რომ სასწაულის გვჯეროდეს, გასაგებია, არის ის დღეს, როცა შენ გინდა რაღაც ახალი იმედი, ამიტომ, მე არავის არაფერს ვაბრალებ. ყველასი მესმის, რაღაცნაირად დაუკმაყოფილებელი სურვილი, რომ ეს ჩქარა დამთავრდეს იმიტომ, რომ ჩვენი ცხოვრება მიდის და ჩემი, კიდევ უფრო, მაგრამ მოთმინება, გამძლეობა, მდგრადობა არის ის, რაც ყველაზე დიდი დამახასიათებელია ამ ხალხის, ვინც აქ დგას და ჩვენ ამით ვიამაყოთ და ამით გვქონდეს ჩვენი მთავარი იმედი და ნდობა”. განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მან ასევე ისაუბრა 4 ოქტომბერს ათონელის რეზიდენციასთან განვითარებულ მოვლენებზე.
“ორბელიანის სასახლეში იყო, რაც ვთქვი, რეჟიმის მიერ ხაფანგი მოწყობილი. ამიტომ, ამ მოძრაობის, ამ მშვიდობიანი პროტესტის დამახასიათებელი ეს არ არის. არ არსებობს, რომ ადამიანები, რომლებიც 300-ზე მეტი დღეა დგანან იმისათვის, რომ დაიცვან ამ რეჟიმის წინააღმდეგ კონსტიტუცია, რომელსაც რეჟიმი ყოველ დღე არღვევს,ფეხ ქვეშ თელავს და ჩვენ ამას აქ ვიცავთ, ყველა, აქ მდგარი თითოეული ადამიანი და თქვენ გინდათ [თქვათ], რომ 1 საათში ეს ყველაფერი გაქრა და იგივე ეს ხალხი უცებ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებზე მიდის? არ არის ეს, ასე”. განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ამ პროტესტს ვერაფერი დააზიანებს.
“გუშინ ჩვენ დავინახეთ, ის, რაც ვიცოდით და რაზეც ვამბობდით, რომ ნებისმიერ დროს, როცა საჭირო იქნება- ეს პროტესტი არსად წასულა და ის 50,70,80 ათასი ადამიანი აქვე გამოვა და გამოვა მშვიდობიანად, როგორც გამოდიოდა, ეს იქნება დღეს, ხვალ, ზეგ და არავინ ჩათვალოს, რომ მუხტი გამქრალა და შეუძლიათ, რაც უნდათ ის გააკეთონ, არ არის ეს ასე. ქართველი ხალხი დგას თავის ადგილას”. განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.