სალომე ზურაბიშვილი – პრორუსული, პროირანული ივანიშვილის რეჟიმი რეპრესიებს აღრმავებს – პრემიერ-მინისტრი კობახიძე საჯაროდ აფრთხილებს ოპონენტებს: „ყველა ციხეში“

ვიდრე მსოფლიოს ყურადღება ირანისა და ისრაელისკენაა მიპყრობილი, პრორუსული, პროირანული ივანიშვილის რეჟიმი რეპრესიებს აღრმავებს, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასსა და ევროკომისარს გაფართოების საკითხებში, მარტა კოსს მიმართავს.
„ტერორი საქართველოში: სანამ მსოფლიოს ყურადღება ირანისა და ისრაელისკენაა მიპყრობილი, პრორუსული, პროირანული ივანიშვილის რეჟიმი რეპრესიებს აღრმავებს: ოთხი პოლიტიკური ლიდერი ციხეშია, ოთხი სასჯელის მოლოდინშია, პრემიერ-მინისტრი კობახიძე კი საჯაროდ აფრთხილებს ოპონენტებს: „ყველა ციხეში“! – წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია