სალომე ზურაბიშვილი პრაღაში მზია ამაღლობელისათვის „გამბედაობისა და პასუხისმგებლობისთვის” „Forum 2000“-ის საერთაშორისო ჯილდოს გადაცემის ცერემონიას დაესწრო

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ში ჟურნალისტ მზია ამაღლობელისათვის „გამბედაობისა და პასუხისმგებლობისთვის” „Forum 2000“-ის საერთაშორისო ჯილდოს გადაცემის ცერემონიას დაესწრო.
“ვულოცავთ მზია ამაღლობელს, Forum 2000-ის საერთაშორისო ჯილდოს მფლობელს. ის საქართველოს წინააღმდეგობის სახეა, რომელიც დემოკრატიის, ღირსებისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვის. ვერცერთი ციხე ან რეჟიმი ვერ გააჩუმებს ხალხს, რომელმაც უკვე აირჩია ევროპა!”- აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.
პრესსამსახურის თანახმად, დაჯილდოების ცერემონია კონფერენციის “Forum 2000”-ის ფარგლებში შედგა, რომელსაც ხვალ სალომე ზირაბიშვილი ჩეხეთის პრეზიდენთან ერთად ოფიციალურად გახსნის.