სალომე ზურაბიშვილი: პასუხი იმაზე, თუ რაც ხდება, არის კიდევ ერთი ნაბიჯი წინ

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მოსახლეობას კვირას, 29 ივნისს, პარლამენტთან დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს – მისი თქმით, ეს იქნება შესაბამისი პასუხი იმაზე, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს.
„ეს კვირა, ალბათ, ყველასთვის ძალიან მძიმე კვირად არის აღქმული. ერთ კვირაში ამდენი პოლიტპატიმარი არათუ საქართველოში, არამედ ძალიან ცოტა ქვეყანას თუ ახსოვს, მაგრამ ეს არ არის იმის მიზეზი, რომ ჩვენ გავჩერდეთ, რადგან პირიქით – ის, რაც ხდება იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ უფრო ძლიერები ვართ.
ის ფაქტი, რომ პლატფორმის პრაქტიკულად ყველა ლიდერი ციხეშია, აჩვენებს, თუ რამდენად აწუხებთ მათ ეს წინააღმდეგობის ერთობა. ამიტომ პასუხი იმაზე, რაც ხდება, კიდევ ერთი ნაბიჯია წინ. ერთი ნაბიჯი წინ ნიშნავს, ერთ ნაბიჯს წინ ერთობაში – ყველას ერთად დგომას. ამისი საშუალება გვეძლევა კვირას, 20:00 საათზე, რომ ყველა გამოვიდეთ.
ეს ის დღეა, როცა ყველანი ერთად უნდა გამოვიდეთ – პარტიის წევრები, აქტივისტები, მშობლები, არასამთავრობოები, ცალკეული ადამიანები, რომლებიც ვერ და არ მოდიან ყოველდღიურად პროტესტზე. მე იქ ვიქნები, თქვენ იქ იქნებით, ჩვენ ერთად დავდგებით და პასუხად დავანახებთ, რამდენად ძლიერია საქართველოს ერთიანობა, საზოგადოება, წინააღმდეგობა. ეს არის ერთადერთი ღირსეული პასუხი ჩვენი ღირსეული მომავლისთვის“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა 27 ივნისს გამართულ ბრიფინგზე.
29 ივნისს პარლამენტთან დაგეგმილია აქცია “საქართველო დადექი”.
ფორუმი