– პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით, ვინც პატრიარქის სახელის უკან იმალებით და გსურთ თქვენი გადაწყვეტილების სიმძიმე მას დააკისროთ, თუმცა მართალი სიტყვისა და თავისუფლების ჩახშობა არ გამოგივათ

ჩემი პატივისცემა და სოლიდარობა მამა დოროთე ყურაშვილს!, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება საპატრიარქოს ეპარქიული კომისიის დასკვნას, რომლითაც მიმართეს პატრიარქს, არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობიდან გათავისუფლდეს და მღვდელმსახურად გამწესდეს სამების ლავრაში.
„პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით, თქვენ, ვინც პატრიარქის სახელის უკან იმალებით და გსურთ თქვენი გადაწყვეტილების სიმძიმე მას დააკისროთ, თუმცა მართალი სიტყვისა და თავისუფლების ჩახშობა არ გამოგივათ. საქართველოს ეკლესიამ ასეთს და მეტსაც გაუძლო და კიდევ გაუძლებს!”, – წერს ზურაბიშვილი “ფეისბუქზე”.
ინფორმაციისთვის, საპატრიარქოს ეპარქიული კომისიის შემდეგ საპატრიარქომ გამოაქვეყნა პატრიარქის, ილია მეორეს ხელმოწერილი ბრძანება, რომელის თანახმად, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი)ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან თავისუფლდება და წმ. სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად განწესდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა