: “ოცნების” რეჟიმს თავისი ხალხის ეშინია

ს განცხადებით, “ქართული ოცნების” რეჟიმს თავისი ხალხის ეშინია, რადგან აღნიშნული რეჟიმი ხალხის უმრავლესობის ნებით არ არსებობს.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი აცხადებს, რომ რეჟიმს ხალხთან ერთად გარე ცვლილებების, ში მიმდინარე მოვლენების და საერთაშორისო პარტნიორების სანქციებისაც ეშინია.

ეშინია თავისი ხალხის, ეს ნათელია, ეს ხალხი იქნება მასიურად გამოსული რუსთაველზე, თუ სხვა ქალაქებში, თუ არ იქნება გამოსული, ფაქტია, რომ ეს არ არის რეჟიმი, რომელიც არსებობს დღეს ხალხის უმრავლესობის ნებით და მაშასადამე ეშინია თავისი ხალხის. 

ეშინია ასევე, გარე ცვლილებების, ში რაც ხდება, ძალიან სენსიტიურად აღიქვამს სანქციებს რაც დღეს დაინიშნა ამერიკის მიერ ს მიმართ და რომელიც შეიძლება გავრცელდეს, მეორადი სანქციების ფორმით, აქაურ სხვადასხვა ეკონომიკურ პროცესებზე. ეს ყველაფერი აღელვებს. 

და შიდა სიტუაცია, რომელსაც მართავს ასევე რეპრესიებით, ხომ ვხედავთ თავისი მინისტრების მიმართ სხვადასხვა უწყებებში როგორი რეპრესიები მიმდინარეობს, ზეწოლა. შიში არის ერთადერთი ფორმა, რითაც დღევანდელ დღეს რეჟიმი მართავს ყველას… თვითონ ავრცელებს ამ შიშს იმიტომ, რომ თვითონ შეშინებულია,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.