, ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ხვდება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ხვდება.
შეხვედრას, ასევე, ესწრებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც. კერძოდ, ადგილზე უკვე იმყოფებიან „ძლიერი საქართველოს“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.
როგორც შეხვედრის დაწყების წინ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ძალებმა ისაუბრონ და იმუშაონ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა გადაარჩინონ ქვეყნის ევროპული მომავალი.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილის რეჟიმი ყოველდღიურად, სულ უფრო მეტ კონსოლიდაციას ახდენს ავტოკრატიული მმართველობის. პრინციპში, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცდილობს, მოახდინოს დიქტატურის კონსოლიდაცია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ძალებმა ვისაუბროთ და ერთად ვიმუშაოთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა გადავარჩინოთ ქვეყანა, მისი ევროპული მომავალი და დემოკრატიული განვითარების თეორიული შესაძლებლობაც კი.
გახსოვთ, წინასაარჩევნოდ ჩვენ მოქალაქეებთან ძალიან ღიად ვსაუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევანი 26 ოქტომბერს იყო ან იზოლაცია და სიღატაკე საერთაშორისო იზოლაციაში, ან ევროპული მომავალი, ევროპული კეთილდღეობა. ხალხმა გააკეთა არჩევანი ევროპული კეთილდღეობისთვის, მაგრამ ივანიშვილი ყოველდღიურად გვპარავს ამ შესაძლებლობას. ხედავთ, რომ ქვეყანას აქცევს სრულ იზოლაციაში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, 16:00 საათზე დანიშნულია კიდევ ერთი შეხვედრა, რომელიც მხოლოდ ოპოზიციური პარტიებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია: სისტემურ დანაშაულებს, მოწოდებებს და ქმედებებს, კანონმდებლობით გაეცემა შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი – ამოვქოლავთ ყველა ხვრელს, რაზეც კოლექტიური გიგაური და ლომჯარია პატრონებთან ერთად ეძებენ გზებს, შემოიტანონ ბინძური თანხები

ხატია დეკანოიძე – ვინც ოპოზიციას მისცა ხმა და ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მათთვის ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის, წარმოუდგენელია მრავალი ათასი ადამიანი გაუშვა ციხეში – „ქართული ოცნება“ მიდის ევროკავშირსა და ნატო-ზე საბოლოოდ უარის თქმისკენ