ოპოზიციისთვის იქნება ის ლოდი, რომელიც მათ ფსკერისკენ წაიყვანს

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა მედიასთან ს ლიდერობით ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციისთვის იქნება ის ლოდი, რომელიც მათ საბოლოოდ წაიყვანს ფსკერისკენ.
„საზოგადოებას ახსოვს ის პერიოდი, როცა სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგა და ოპოზიციაში გადავიდა. ის იმ დროს თავისი რეიტინგის პიკში იყო, რადგან ჯერ კიდევ არ იყო გაშიფრული აგენტი. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა პარტიისგან შეთავაზებები მიიღო, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ერთად გასულიყვნენ, მაგრამ ზურაბიშვილმა ყველა მოიშორა და ქედმაღლურად განაცხადა, რომ ის იმ არჩევნებს დამოუკიდებლად მოიგებდა.
საბოლოოდ კი, მთელი საქართველოს მასშტაბით, სალომე ზურაბიშვილმა და მისმა პარტია „საქართველოს გზამ“ მხოლოდ 1,5% მხარდაჭერა მიიღო. საქართველოს ვერც ერთ მუნიციპალიტეტში ერთი ადამიანიც კი ვერ გაიყვანა საკრებულოში. დღეს კი – თუკი ოპოზიცია გაერთიანებას შეძლებს, რაც ნაკლებად სარწმუნოა, და თუ სალომე ზურაბიშვილი გახდება მათი ლიდერი – ეს იქნება ლოდი, რომელიც ოპოზიციას საბოლოოდ ჩაძირავს ფსკერისკენ“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ძალიან მნიშვნელოვანია, განათლების რეფორმაში უშუალოდ პროფესორ-მასწავლებლების ჩართულობა, რადგან ისინი არიან ის ძირითადი ბირთვი, რომელთა მხრებზეც გადადის ჩვენი ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემა

ნატოს ყველა მისიაში მივიღეთ მონაწილეობა, უფრო მეტი ჯარისკაცი გავგზავნეთ ვიდრე “ბალტიისჭირეთმა” ერთად, 2008 წლის ომი გამოვიარეთ, რომელიც არსებითად ბუქარესტის სამიტზე პასუხი იყო – და რა სარგებელი?

თუ საჯარო და კერძო სექტორი ერთად გავაანალიზებთ შრომის ბაზრის მოთხოვნებს, გავალთ ოპტიმალურ მაჩვენებლებზე და ამას უნდა დაეფუძნოს მომავალში სტუდენტების მიღება სხვადასხვა სპეციალობაზე, არ შეიძლება, მაგალითად, მოამზადო სტუდენტი იურისტად და დაახვედრო შრომის ბაზარი, სადაც ამდენ იურისტზე მოთხოვნა არ არის