სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა, ამ წუთებში კი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან მართავს აუდიენციას

პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა. უფრო კონკრეტულად, სალომე ზურაბიშვილს უკვე შეხვდნენ პარტია „ახალის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრები. მათ ორბელიანის სასახლე ცოტა ხნის წინ დატოვეს.
ამ წუთებში პრეზიდენტი უკვე არასამთავრობო სექტორთან მართავს აუდიენციას. პრეზიდენტთან შეხვედრაზე შევიდნენ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ