ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმარს გამოთქვამს.
ზურაბიშვილმა დაღუპულების ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა.
„მინდა იმ ტრაგედიას მივუძღვნა ჩემი პირველი სიტყვები და გავუზიარო ოჯახს, მთლიანად გალს, იმ რეგიონს ჩემი ძალიან ღრმა მწუხარება ამ ნამდვილად უსამართლო ტრაგედიის წინაშე, რომელიც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებში სუფევს, სადაც არანაირი დახმარება არ გამოუჩნდათ იმ ბავშვებს, როცა ასეთი ხანძარი გაჩნდა. ეს ყველასთვის, ჩვენთვის, მთლიანად საქართველოსთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რასაც 5 მცირეწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნულ ტრაგედიასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო