სალომე ზურაბიშვილი – მცდარი დაშვებაა, თითქოს შეიძლება რეჟიმის იზოლაციის გადაწყვეტილების აღკვეთა არალეგიტიმურ მმართველებთან საკომუნიკაციო გზების შენარჩუნებით – ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა და არჩევნებისკენ მოწოდებაა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, ს განცხადებით, მცდარი დაშვებაა, თითქოს შეიძლება „რეჟიმის იზოლაციის გადაწყვეტილების აღკვეთა არალეგიტიმურ მმართველებთან საკომუნიკაციო გზების შენარჩუნებით“.
„საქართველოს ევროპული მომავლის მიტაცების შეჩერების ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა და სკენ მოწოდებაა”, – წერს ზურაბიშვილი.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური სამსახურის გავლის წესებში ცვლილებებს ეხმიანება და ამ კონტექსტში საბჭოთა კავშირს ახსენებს.
“რეპრესიები საქართველოში. ქართველი დიპლომატების ჯერია: 27 იანვარს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახალი დირექტივა გამოსცა, რომელიც საგარეო სამსახურში მომუშავეთა უფლებებს ზღუდავს და მათ მმართველი პარტიის დე ფაქტო კონტროლის ქვეშ აქცევს… რეტროაქტიური ეფექტებით. უკან სსრკ-ში,” – წერს ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – დღევანდელი სისტემა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“ – მე ვარ არა პატიმარი, არამედ ტყვე, გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს

გიორგი ბაჩიაშვილი – ბიძინა ივანიშვილს ჩემგან უნდოდა ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება, რაზეც უარი ვუთხარი, შემდეგ იფიქრა: „უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება“ და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო – აქ არის მისი ადგილი, მოვა მაგის დროც