სალომე ზურაბიშვილი: მოხალისეების ხელშია ეს ქვეყანა! გამოვდივარ წინადადებით რომ ყველა ამ მშვიდობიან მებრძოლებს მიენიჭოთ ღირსების ორდენი!

საქართველოს პრეზიდენტი გამოდის წინადადებით, დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობისა და სტიქიის დროს წასულ მოხალისეებს ღირსების ორდენი მიენიჭოთ.
ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.
“მოხალისეების ხელშია ეს ქვეყანა! ამ დროს თურმე კიდევაც აჯარიმებენ პროტესტში და ქვეყნის ყველა გასაჭირში მდგომ ადამიანებს. არა უშავს სიკეთე გაიმარჯვებს, აღდგომაც მოვა, და თქვენი ყველასი დრო. გამოვდივარ წინადადებით რომ ყველა ამ მშვიდობიან მებრძოლებს მიენიჭოთ ღირსების ორდენი! ეს დრო ძალიან მალე მოვა!
პს. ზოგი “ძლიერი სპორტპარლამენტარი” იქ თოვლთან ჭიდილში თვალში ვერ მოხდა. ბუდუ, მის ოჯახს მადლობა რომ სპორტის და სპორტსმენების სახესა და ღირსებას გვინარჩუნებთ!”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.