მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორს, კეტრინ დე ბოლს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრისას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები განიხილა.
„შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს პარლამენტის მიერ ბოლო პერიოდში მიღებულ რეპრესიულ კანონებს და მათ შორის, ოფშორების კანონს.
აღინიშნა, რომ ვითარება საფრთხეს უქმნის საქართველოს ძალოვან სტრუქტურებთან ევროპოლის ტრადიციულ თანამშრომლობას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბუბა კუდავა: ვისაც ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საგანძურის – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის – მომავლის გადაწყვეტა განგიზრახავთ – კულისებში, უჩუმრად და ქურდულად… ვერ გამოგივათ, მეგობრებო, ეგ ამბავი