სალომე ზურაბიშვილი – მინდა, წარმოგიდგინოთ რეალისტური გეგმა, რომელიც მოითხოვს, მოვიდეთ გონს – წინააღმდეგობის პლატფორმა გაცოცხლდეს და ჩამოაყალიბოს გარდამავალი მთავრობა, გვჭირდება პროგრამა და გვაქვს – „ქართული ქარტია“, რომელსაც სჭირდება განახლება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გავრცელებულ ვიდეომიმართგვაში სამოქმედო გეგმა წარადგინა.
ზურაბიშვილის განცხადებით, წინაღმდეგობის პლატფორმა უნდა გაცოცხლდეს, გაძლიერდეს და გაფართოვდეს და წინაღმდეგობის პლატფორმამ უნდა ჩამოაყალიბოს გარდამავალი მთავრობა.
მისივე თქმით, უნდა განახლდეს „ქართული ქარტია“, მასში უნდა შევიდეს ცვლილებები და დღევანდელ დღესთან შესაბამისობაში მოვიდეს.
„მინდა, წარმოგიდგინოთ რეალისტური გეგმა, რაც გაგვაჩნია, რომელიც მოითხოვს, რომ მოვიდეთ გონს. არავინ არ არის აქ გამარჯვებული და დამარცხებული, ასე არ უნდა დამთავრდეს ეს ჭიდილი [თვითმმართველობის არჩევნებში] მონაწილეობას მივიღებთ, თუ არ მივიღებთ. უნდა დამთავრდეს იმით, რომ ყველანი გავიგებთ, ეს არ არის ჩვენი თემა, ჩვენი თემა არის, როგორ გავაძლიეროთ პროტესტი, რომელმაც მოგვიყვანა ამ დღემდე. პოლიტიკურმა მხარემ უნდა გააძლიეროს პროტესტი. ამისთვის გეგმა არის საკმაოდ მარტივი, მაგრამ ძალიან შინაარსიანად უნდა იყოს გატარებული.
გეგმის პირველი ნაწილი არის სწორედ აღიარება, რომ არავინ არ გაიმარჯვა, არავინ არ დამარცხდა და ჩვენ ამ ს ფარსში არ მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ ყველანი მივიღებთ მონაწილეობას ამ ბრძოლის ბოლო ეტაპში. ეს პირველ რიგში მოითხოვს იმას, რომ წინააღმდეგობის პლატფორმა გაცოცხლდეს, გაძლიერდეს და გაფართოვდეს. ამაში უნდა შემოვიყვანოთ ყველა ის ფორმატები და ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა კუთხით იკრიბებიან და აქვთ სხვადასხვა მოსაზრებები. ყველა მოსაზრება არის საჭირო და ყველა ჯგუფის წარმომადგენლობა არის აუცილებელი. ეს არის ნამდვილი ერთიანი წინააღმდეგობის პლატფორმა.
ამ პლატფორმამ უნდა ჩამოაყალიბოს ის, რაც გვაკლია დღემდე და რაც უნდა გვქონოდა ბევრად ადრე, რასაც ჰქვია გარდამავალი მთავრობა. არავის არ უყვარს ვაკუუმი, ჩვენი საზოგადოების წუხილი და ნაკლები ჩართულობა აქედანაც გამომდინარეობს, რომ ვერ ხედავს, „ესენი თუ არა აბა ვინ?“, ეს არის მუდმივი კითხვა, როცა რეჟიმის ცვლილება მოდის. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ამ კითხვაზე პასუხი გავცეთ და დავანახოთ საზოგადოებას და უცხოელ პარტნიორებს, ვინ იქნება ხვალ, როცა დაწყებული ჩამოშლის პროცესი დასრულდება რეჟიმის ჩამოშლით. დავანახოთ, რომ ესენი იქნებიან პროფესიონალები, ალბათ, ნაკლებად პოლიტიკოსები და მეტად ტექნიკური პროფესიონალები.
მესამე, რაც გვჭირდება, ეს არის პროგრამა და ეს გვაქვს, ეს არის „ქართული ქარტია“, რომელსაც სჭირდება განახლება იმიტომ, რომ მისი მიღების შემდეგ, რაღაცები შეიცვალა, თუმცა არსებითი ნაწილი არ შეცვლილა. დღევანდელი დღის შემხედვარე ცოტა უნდა შევცვალოთ. ეს იქნება ჩვენი ერთობლივი სამოქმედო გეგმა.
უკვე გვაქვს დოკუმენტი, რომელიც ასახავს წინაპირობებს, რაც უნდა იყოს მიღწეული იმისთვის, რომ ჩატარდეს ახალი საპარლამენტო “, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – კერძო სკოლებს შეეძლებათ შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა, რაც შეეხებათ საჯარო სკოლებს, თუ ვინმეს ექნება სურვილი, გაიაროს მე-12 კლასი, რომ განაგრძოს სწავლა საზღვარგარეთ, ამისთვის სპეცკლასები შეიქმნება

ირაკლი კობახიძე – თბილისიდან რომელიმე ფაკულტეტის გადატანა არ არის გათვალისწინებული, თბილისმა უნდა დაფაროს ყველა სპეციალობა, ქუთაისმაც უნდა დაფაროს ყველა სპეციალობა, რეგიონული უნივერსიტეტები კი უნდა იყოს მეტად პროფილური

შალვა კერესელიძე – მაღაროში დასაქმებული მუშები უკვე ერთი წელია ღირსეულ ანაზღაურებას ითხოვენ – რა გააკეთეთ იმისთვის, რომ უმუშევრად დარჩენილი 2000 მოქალაქის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვლილიყო?