სალომე ზურაბიშვილი – მილანში საკონსულო 2023 წლის 24 ნოემბრიდან ოპერირებს და კონსული დანიშნულია 2023 წლის სექტემბრიდან! ვადაგასული „გახსნის“ ცერემონია, ნახევარი ე.წ. მთავრობის მონაწილეობითა და ზარ-ზეიმით, რით უნდა აიხსნას?

ასეთი რამ დიპლომატიას არ ახსოვს! – ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო ოფიციალურად გახსნას.
როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ხელისუფლებას არ ადარდებს დიპლომატიური იზოლაცია და ნებისმიერი სურათი თუ ხელის ჩამორთმევა მათთვის უკვე სანატრელი, ფასდაუდებელი გახდა.
„მილანში საკონსულო 2023 წლის 24 ნოემბრიდან ოპერირებს და კონსული ნატალია კორძაია დანიშნულია 2023 წლის სექტემბრიდან! ვადაგასული „გახსნის“ ცერემონია, თან ნახევარი ე.წ. მთავრობის მონაწილეობითა და ზარ-ზეიმით, მგალობელთა გუნდის ჩაყვანით, ესე იგი სერიოზული ხარჯებით, რით უნდა აიხსნას?
ერთი იმით, რომ აჩვენონ ხალხს, მათზე სანქციები არ მუშაობს, სადაც უნდათ ჩადიან და „შოპინგობენ”.
მეორე – არ ადარდებთ დიპლომატიური იზოლაცია, მაგრამ ნებისმიერი სურათი, თუ ხელის ჩამორთმევა მათთვის უკვე სანატრელი, ფასდაუდებელი გახდა და ამ სურათებს ამიტომ აფრიალებენ.
მოკლედ, ყველაფერი იმისთვის იმართება, რომ პოტიომკინის სოფელი არ იყოს, დაარწმუნონ მოსახლეობა, რომ ყველაფერი კარგად და ძველებურად გრძელდება, რომ სახელმწიფოს წარმოადგენენ და სახელმწიფოსავით მოქმედებენ! მილანში მთელ პოლიტბიუროს გამგზავრებას ეს რომ შეეძლოს …“ – წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.
ცნობისთვის, მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას, რომელიც ვისკონტების სასახლეში გაიმართა, თბილისის მერი პრემიერ-მინისტრ სთან ერთად დაესწრო. თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ საკონსულოს გახსნა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი შესაბამის მომსახურებას გაამარტივებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – საძინებლებში უძვრებიან ადამიანებს და არ იცოდნენ, რომ საგუშაგოებს აწყობდნენ? – გახარია ადგა, ტრაქტორზე დაჯდა, გზა გაიყვანა და ააგო საგუშაგო, სუს-ს და ბახტაძეს კი ეძინათ? – ქვეყნის პრემიერი იყო, გამოვიდეს და ილაპარაკოს