– მიზანს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მივაღწევთ

მიზანს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მივაღწევთ, – ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებას, რომლის თანახმადაც, იგი ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს.
„სენატორო, მადლობა მუდმივი მხარდაჭერისთვის. ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ და მას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მივაღწევთ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, ამერიკელმა სენატორმა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ გააგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით დგომას, რადგან ისინი მოითხოვენ, რომ მთავრობამ წარმოადგინოს მათი ნება და ევროატლანტიკური მისწრაფებები.
„ქართველმა ხალხმა არაერთხელ უარყო ავტოკრატია, მართავენ რა საპროტესტო აქციებს საქართველოს ქუჩებში თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის. გავაგრძელებ ქართველი ხალხის გვერდით დგომას, რადგან ისინი მოითხოვენ, რომ მთავრობამ წარმოადგინოს მათი ნება და ევროატლანტიკური მისწრაფებები“, – დაწერა ამერიკელმა სენატორმა სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლორა თორნტონი: “ქართული ოცნება” ღიად ეძახის ჩინეთსა და ირანს თავის მეგობრებს, მოკავშირეებსა და პარტნიორებს. მაგალითად, არის ფოტო, რომელშიც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე “ჰამასის” გვერდით დგას

თამაზაშვილი: სხვადასხვა სოციალურ ქსელში, ფართოდაა გავრცელებული ირაკლის სატელეფონო საუბრის ფაბრიკაციის-ფაბრიკაცია, რომელიც უკანონოდ იქნა მოპოვებული და დამონტაჟებული 2012 წლის საარჩევნო პერიოდში