სალომე ზურაბიშვილი – მივდივარ რუსთაველზე არქიმანდრიტ დოროთეს მხარდასაჭერად – საპატრიარქოს გადაწყვეტილება არცხვენს ქართულ ეკლესიას

საპატრიარქოს გადაწყვეტილება არცხვენს ქართულ ეკლესიას და მის საუკუნოვან თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას! , – ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილისთვის მღვდელმოქმედების უფლების შეჩერებას.
მისი თქმით, არასოდეს დაიჯერებს, რომ პატრიარქი ეთანხმებოდეს უსამართლობას.
“მივდივარ რუსთაველზე არქიმანდრიტ დოროთეს მხარდასაჭერად და სოლიდარობის ნიშნად!
საპატრიარქოს გადაწყვეტილება არცხვენს ქართულ ეკლესიას და მის საუკუნოვან თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას!
არასოდეს დავიჯერებ, პატრიარქი ეთანხმებოდეს უსამართლობას!”, – წერს ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი