მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს – რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა – გაშიშვლდნენ ისინიც, ვისაც შეუძლია არ შეიმჩნიოს, როგორ ცდილობს რეჟიმი ორი ქალი გატეხოს: ერთს სთხოვს დანაშაულის აღიარებას, მეორეს არაადამიანურ სასჯელს უმზადებს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი პატიმრობაში მყოფ მზია ამაღლობელსა და ნინო დათაშვილს მიმართავს და ამბობს, რომ “რეჟიმი მათ წინაშე გაშიშვლდა”.
მისივე თქმით, საზოგადოებას სწორი განაჩენის გამოტანის უნარი აქვს. როგორც ზურაბიშვილი ამბობს, მზია ამაღლობელი და ნინო დათაშვილი გამარჯვებულნი არიან, “რეჟიმი კი – უსუსური”.
“მზია ამაღლობელი, ნინო დათაშვილი…
რეჟიმი თქვენ წინაშე სრულიად გაშიშვლდა. და გაშიშვლდნენ ის ადამიანები, ვისაც ამის გამართლებაც შეუძლიათ და არც ცხვენიათ. ვინც ვერ ბედავს ელემენტარული თანაგრძნობის გამოხატვას..
და ვისაც დღეს შეუძლია ეს უსამართლობა არ შეიმჩნიოს. არ შეიმჩნიოს, თუ როგორ ცდილობს რეჟიმი ორი ქალი გატეხოს: ერთს სთხოვს დანაშაულის აღიარებას, მეორეს უსასტიკეს არაადამიანურ სასჯელს უმზადებს.
მაგრამ საზოგადოებას სწორი განაჩენის გამოტანის უნარი აქვს, მზია და ნინო გამარჯვებულნი არიან და რეჟიმი კი უსუსური”,- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?