– მზია ამაღლობელი ქართველი ხალხის პროტესტის სახე გახდა

მზია ამაღლობელი ქართველი ხალხის პროტესტის სახე გახდა, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„საქართველოს თავისი დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობისა და ევროპული დემოკრატიული მომავლის დასაცავად მეგობრები ახლა ისე სჭირდება, როგორც არასდროს. მზია ამაღლობელი ქართველი ხალხის პროტესტის სახე და ხვალინდელი დღის თავისუფლების იმედი გახდა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით ევროპელი პოლიტიკოსების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.
„ჩვენ, საქართველოს მეგობრები, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის და იმ მრავალი პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ, რომლებიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული დარბევის შედეგად, რომელიც 69-ე დღეა გრძელდება და ბოლო პერიოდში შესამჩნევად გაუარესდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ