– მზია ამაღლობელის ადვოკატი კვალიფიციურად და დამაჯერებლად ასაბუთებს, რამდენი ტყუილი და ცრუ ჩვენება წარმოადგინეს მოწმე პოლიციელებმა – ჩვენ წინ იწერება „სისტემური სიცრუის ქრონიკა”

ბრალდების და მისი ბრალდებების სრული კოლაფსი, ჩვენ წინ იწერება „სისტემური სიცრუის ქრონიკა” , – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ეხმაურება.
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ბრალდების მხარის მიერ ვრცელდება „ერთმანეთთან შეუსაბამო სიცრუეები“.
„მზიას სასამართლო: სამი საათია, რაც ძალიან დეტალურად, ნათლად, კვალიფიციურად და დამაჯერებლად ადვოკატი ასაბუთებს, თუ რამდენი ტყუილი, რამდენი ცრუ ჩვენება წარმოადგინეს მოწმე პოლიციელებმა… ერთმანეთთან შეუთავსებელი სიცრუე, რომელიც „არ იფუთება”, ურთიერთსაწინააღმდეგო, წარდგენილ ვიდეო მტკიცებულებებთან შეუსაბამო… დაცვის კითხვებს გაუცემელი პასუხები, გამოუსწორებელი უზუსტობები, ცვალებადი ვერსიები, ბრალდების მხარის და მისი მოწმეების ( ყველა მოწმე პოლიციელია და “დაზარალებული პოლიციელის” თანამშრომელი)”.
ბრალდების და მისი ბრალდებების სრული კოლაფსი…
ჩვენ წინ იწერება „სისტემური სიცრუის ქრონიკა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესზე დასასწრებად მივიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ივანიშვილ-კობახიძის ანტიეროვნული, დანაშაულებრივი, კორუმპირებული რეჟიმის დასრულება შეუძლია არა ამ ნდობადაცლილ ოპოზიციას, არამედ სრულიად ახალ, არსით წესიერ, დემოკრატ, ეროვნულად და ევროპულად მოაზროვნე ლიდერებს