სალომე ზურაბიშვილი – მზიას მადლობა! მზიას მხნეობა! მზიას ჯანმრთელობა და ღირსებისთვის ბრძოლაში გამარჯვება!

მზიას მადლობა! ჯანმრთელობა და ღირსებისთვის ბრძოლაში გამარჯვება! – ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი იმ ფაქტს, რომ „ბათუმელების“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა.
სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს მხნეობას უსურვებს.
„მზიას მადლობა! მზიას მხნეობა! მზიას ჯანმრთელობა და ღირსებისთვის ბრძოლაში გამარჯვება!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, „ბათუმელების“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ მზია ამაღლობელის წერილშია ნათქვამი, რომელიც კლინიკა “ვივამედთან” გამართულ ბრიფინგზე „ბათუმელების“ რედაქტორმა, ეთერ თურაძემ წაიკითხა.
„ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ მომხდარი ტრაგედიის ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნის და დაღუპვის ფონზე, ჩემს ჯანმრთელობას და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა, წარმოუდგენლად მძიმეა ჩემთვის. ამ დღეებში, ექიმების დახმარებით შევეცდები როგორმე შევძლო კვების აღდგენა. “სინდისის პატიმრებს” მადლობა სოლიდარობისთვის, ვთხოვ მათაც შეწყვიტონ შიმშილობა. განსაკუთრებულ პასუხისმგებლობა ვგრძნობ ჩემი თანამოაზრეების კოლეგების, მეგობრების და ოჯახის მიმართ. არ მინდა, ჩემმა შიმშილობამ დაგასუსტოთ, თქვენ ჩემს ნაცვლადაც უნდა იბრძოლოთ”, – აღნიშნულია წერილში.
მზია ამაღლობელმა, რომელიც ს პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება 38-ე დღეს მიიღო. ის დაკავების მომენტიდან შიმშილობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა