– მედიამენეჯერებთან შეხვედრისას, ზეწოლის პირობებში, მედიის გაძლიერების საკითხები განვიხილეთ – მათ გზავნილებს მიუნხენში წავიღებ და ამ ბრძოლას გავაგრძელებ

მედიამენეჯერებთან, ზეწოლის პირობებში, ქართული მედიის გაძლიერების საკითხები განვიხილეთ, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„მედიამენეჯერებთან შეხვედრა უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ზეწოლის პირობებში ქართული მედიის გაძლიერების საკითხები განვიხილეთ. მზია ამაღლობელი რეგიონულ მედიაზე მზარდი რეპრესიების ფონზე პრესის თავისუფლების სიმბოლო გახდა. მათ გზავნილებს მიუნხენში წავიღებ და ამ ბრძოლას გავაგრძელებ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ