მარგუს ცაჰკნას შეხვდა

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მარგუს ცაჰკნას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
დღესვე სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა. ასევე შეხვედრა გამართა ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიკელსონსა და კომიტეტის წევრებთან.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი ბოლო დღეების განმავლობაში ბალტიის რეგიონს სტუმრობს.

ასევე დაგაინტერესებთ

 არჩილ ჭავჭანიძე: ხვალ, სამებაში ვინც წარუძღვება ლიტურგიას, მას ერისა და ეკლესიის წინაშე აქვს პრინციპული ვალდებულება, რუსეთიდან “ მოვლენილ” ეგზარქოს და 80 კაციან დელეგაციას, ჩვენი პატრიარქი მოახსენებინოს როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი!