სალომე ზურაბიშვილი – მადლობელი ვარ იმ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის, რომ საქართველო და მისი მამაცი ხალხი პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე წარმოვადგინო

მადლობელი ვარ იმ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის, რომ საქართველო და მისი მამაცი ხალხი პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე წარმოვადგინო , – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, პარალელურად ქართველები სოლიდარობის ნიშნად ამერიკელ მეგობრებთან ერთად მსვლელობას აწყობენ.
„მადლობელი ვარ იმ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის, რომ საქართველო და მისი მამაცი ხალხი პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე წარმოვადგინო. მადლობელი ვარ კონგრესმენი ჯო უილსონის მაღალი დონის კონტაქტების ხელშეწყობისთვის და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდაჭერისთვის! მაშინ, როცა მე თავისუფლებისმოყვარე საქართველოს სახელით ინაუგურაციის ცერემონიას ვესწრები, ქართველები სოლიდარობის ნიშნად თავიანთ ამერიკელ მეგობრებთან ერთად მსვლელობას აწყობენ. -ის რამდენი პარტნიორი ქვეყანა აკეთებს ამას?“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა გოგოლაშვილი – რამდენ ადამიანს ჩამოართვა ტრამპმა ხელი ვატიკანში?! მაშინ გვითხრან, ყაველაშვილისთვის ხელის ჩამორთმევას რა „გარღვევა“ მოჰყვა, დავითაშვილის აშშ-ში შეხვედრა კი ტექნიკური იყო ანუ ერთმა მხარემ გააცნო მეორეს, რა შეხედულებები აქვს