სალომე ზურაბიშვილი კითხვაზე, რა მოხდება თუ არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს – ალბათ, იმპიჩმენტი იქნება და ციხეში ჩამსვამენ

ალბათ, იმპიჩმენტი იქნება და ციხეში ჩამსვამენ, თუ ეს მოხდება , – ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვას, რა მოხდება თუ არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.
ზურაბიშვილის თქმითვე, ეს ეგზისტენციალური მნიშვნელობისაა.
ამასთან პრეზიდენტმა უპასუხა კითხვას, იმ შემთხვევაში თუ არჩევნებს ოპოზიცია მოიგებს, როგორ დაბალანსდება ურთიერთობა რუსეთსა და დასავლეთს შორის, ან დაუწესდება თუ არა რუსეთს სანქციები. ზურაბიშვილის თქმით, „საქართველო არასდროს აბალანსებდა დამოკიდებულებას რუსეთსა და დასავლეთს შორის“.
„საქართველო შეუერთდა სანქციებს იმ დონეზე, როგორც მოლდოვა, თუმცა არსებობს ნიუანსები. ეს არ არის პრობლემა. საქართველო არასდროს აბალანსებდა დამოკიდებულებას რუსეთსა და დასავლეთს შორის. იყო ერთი ნათელი გზა, რომელსაც მიჰყვებოდა „ქართული ოცნებაც“ მისი მმართველობის დიდი ხნის განმავლობაშიც და ეს იყო ევროპული ინტეგრაციის გზა, რადგან არ არსებობს სხვა ალტერნატივა, სადაც საქართველო იპოვის დამოუკიდებლობას, აყვავებას, მშვიდობას. 90%-იც კი მოსახლეობის, ამას ფიქრობს. ასე უჭერენ მხარს ქართულ გზას. ბოლო 30 წლის განმავლობაში, არაფერმა შეუშალა ხელი მოსახლეობას ამ გზაზე. ეს გზა მოიგებს, რადგან ალტერნატივა არ აქვს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოალიციურ პარტნიორებს – ასევე, საქართველოს პრეზიდენტს იმ ბრძოლისთვის, ლიდერობისთვის, დროშისთვის, რომელსაც ჰქვია საქართველოს დროშა ევროპაში