სალომე ზურაბიშვილი – კარგად შეიგნეს პარტნიორებმა, რომ ერთი მხრივ დგას საქართველო, რომელსაც უნდა საკუთარი მომავალი ევროპაში და მეორე მხრივ ადამიანები, რომელნიც არაფერს და არავის წარმოადგენენ, გარდა საკუთარი და ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებისა

ის მუშაობა, რაც ჩვენს პარტნიორებთან ჩატარდა, ჩემი და სხვების, ეს არ არის ერთი ადამიანის გაკეთებული, ეს არის ერთობლივი მუშაობა, თუნდაც ზოგჯერ სხვადასხვა პარტიის, სხვადასხვა ადამიანის, პიროვნებისვე, კულტურის სფეროსი, ყველამ ერთად იმუშავა , – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ყველამ მიაღწია იმას, რომ “დან 7 თვლის მერე ეს არალეგიტიმური მთავრობა არაა აღიარებული”.
“მეორე შედეგია სანქციები, რომლებიც პირდაპირ ეხება იმ ადამიანებს, რომლის პასუხისმგებლობაა ის სასტიკი ძალადობა, რაც ჩვენ ვნახეთ ამ ქვეყანაში. სანქცირებულნი არიან ისინი, რომლებიც რუსეთს ხელს უწყობენ ამ ქვეყანაში და რუსეთს ეთანამშრომლებიან. ეს არის ამ სანქციების მხოლოდ დაწყებული ტალღა, რომელიც გაგრძელდება და რომელიც ეხება პასუხისმგებელ პირებს და არა ქართველ ხალხს. ეს განსხვავება საქართველოსა და იმ ე.წ. ხელისუფლებას შორის. არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგად შეიგნეს ჩვენმა პარტნიორებმა, რომ ერთი მხრივ დგას ის საქართველო, მთლიანი საზოგადოებას, რომელსაც უნდა საკუთარი მომავალი ევროპაში, თავისუფლებაში და დამოუკიდებლობაში და მეორე მხრივ დგანან ადამიანები, რომელნიც არაფერს და არავის არ წარმოადგენენ გარდა საკუთარი და ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებისა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.