სალომე ზურაბიშვილი: „იქ ვარ სადაც ხართ, იქ ვიქნები სადაც ვიდგებით!“

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ფეისბუკის“ გვერდზე მიმართა საქართველოში ჩატარებული სხვადასხვა მარშების მონაწილეებს.
„კახელებს (ასევე მეგრელებს, გურულებს, იმერლებს, აჭარლებს, ქართლელებს,…) ვერ ვუერთდები, ვერც ხორუმში ჩავერთვე, ვერც ვიმღერე თქვენთან ერთად“ – დაწერა მან და დასძინა: „თუმცა იქ ვარ სადაც ხართ, იქ ვიქნები სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!“
მანამდე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ აპირებს 22 დეკემბერს პარლამენტის შენობის წინ შეკრებილებს მიმართოს. „გამოვალ სიტყვით, რათა ყველამ ერთად – არა მხოლოდ მათ, ვინც აქ არიან და მუშაობენ, არამედ იმ ადამიანებთან ერთადაც, ვინც სხვადასხვა ფორმით სხვადასხვა ადგილზე მართავს პროტესტს და ვინც ეს პროტესტი საზღვრების გარეთ გაიტანა, დავაფიქსიროთ, რომ ს გარეშე არაფერი იქნება და რომ ეს მთელი ქვეყნის მოთხოვნაა“ – თქვა მან შაბათს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს