სალომე ზურაბიშვილი იქცა ჩვეულებრივ ოპოზიციონერად – მიხეილ სარჯველაძე

პრეზიდენტი აშკარად ცდილობს, რომ სამწუხარო ფაქტი და გარემოება საკუთარი პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად გამოიყენოს, – ასე შეაფასა ჯანდაცვის მინისტრმა, მ საქართველოს პრეზიდენტის, ს განცხადება -ის CDC-ის მიერ საქართველოში პროგრამების შეჩერებაზე.
როგორც მინისტრმა „ქრონიკაში“ საუბრისას აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, რომ რაღაცა ფორმით დესტრუქციული კონტექსტი ხელოვნურად შექმნას და ამ დესტრუქციულ კონტექსტში საკუთარი ქულების დაწერა მოახერხოს.
„ზურაბიშვილს უკვე აღარაფერი აქვს საერთო ზეპარტიულ პრეზიდენტობასთან. მან დაკარგა ყოველგვარი განცდა იმისა, რომ ის შეიძლება იყოს ზეპარტიული. ის ჩართულია აქტიურ, პოლიტიკურ დებატში მმართველ პოლიტიკურ ძალასთან.ის ამით იქცა ჩვეულებრივ ოპოზიციონერად, რომელიც არაფრით განსხვავდება ნებისმიერი ოპოზიციის ფლანგზე მოღვაწე პოლიტიკოსებიდან“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ