სალომე ზურაბიშვილი იქცა რიგით ოპოზიციონერად, არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება იწოდებოდეს პრეზიდენტად, რადგან აბსოლუტურად დაკარგული აქვს ზეპარტიულობა და ნეიტრალურობა

სალომე ზურაბიშვილი იქცა რიგით ოპოზიციონერად, არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება იწოდებოდეს პრეზიდენტად, რადგან აბსოლუტურად დაკარგული აქვს ზეპარტიულობა და ნეიტრალურობა
სამწუხაროდ, იქცა რიგით ოპოზიციონერად, არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება იწოდებოდეს პრეზიდენტად, რადგან აბსოლუტურად დაკარგული აქვს ზეპარტიულობა და ნეიტრალურობა, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მ.
სარჯველაძეს კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციის კონსულტაციებზე და გიგი უგულავას ერთ-ერთი მედიის ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე, რომ ზურაბიშვილი უნდა დასახელდეს ქარტიის ხელმომწერი ოპოზიციის გარდამავალი მთავრობის პრემიერობის კანდიდატად.
სარჯველაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს ასეთი ამბიციის არავითარი საფუძველი არ აქვს.
„ძალიან ძნელია საუბარი პრეზიდენტზე, როგორც ინსტიტუციაზე და კონსტიტუციური კომპეტენციის განმახორციელებელ სუბიექტზე, რადგან ის, პრაქტიკულად, პრეზიდენტობიდან დავიდა იმ დონეზე, რასაც ჰქვია, ტიპური, ჩვეულებრივი, არც თუ მაინცდამაინც ამბიციური პოლიტიკური ძალა. ის რომელიმე რადიკალური ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ქცევისგან აღარ გამოირჩევა არც თავისი რიტორიკით, არც საქმიანობით. აქედან გამომდინარე, ძნელია ისაუბრო ისეთ პროცესებზე, რომლის ამბიცია და სურვილი შეიძლება ჰქონდეს. მას ასეთი ამბიციის არავითარი საფუძველი არ აქვს. სამწუხაროდ, ზურაბიშვილი იქცა რიგით ოპოზიციონერად, არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება იწოდებოდეს პრეზიდენტად, ვინაიდან აბსოლუტურად დაკარგული აქვს თვისება, როგორიც არის ზეპარტიულობა და მეტ-ნაკლებად ნეიტრალურობა მაინც“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საქართველოს დაკავშირებადობისა და სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაა, ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 355 კმ მაგისტრალური გზით, რომლის 287 კმ სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებშია აშენებული

კახა კალაძე გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობაზე: ესეც, სავარაუდოდ, სჭირდებოდათ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსაყენებლად, დაპირისპირებისა და რევოლუციური სცენარის განხორციელებისთვის