სალომე ზურაბიშვილი – იქნება ახალი არჩევნები, ტექნიკური მთავრობა, კოალიცია – როდის იქნება? მე, როგორც კაკულია, ისე გეტყვით, რომ ვხედავ, მაგრამ თარიღებს ვერ გეტყვით

იქნება ახალი , ტექნიკური მთავრობა, კოალიცია. როდის იქნება? მე, როგორც კაკულია, ისე გეტყვით, რომ ვხედავ, მაგრამ თარიღებს ვერ გეტყვით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ მის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული სამოქმედო გეგმა, „ქართული ქარტია“, შესრულდება.
„ყველაფერი ხდება, ქარტიაც შესრულდება, დარწმუნებული ვარ, ეს არის ჩვენი გზა, [კრიზისიდან] გამოსვლის გზა, მაგრამ წინასწარმეტყველი კი არ ვარ, რომ გითხრათ, როდის და რა მოხდება, ყველაფერი მიდის იქითკენ. ახალი არჩევნები ხომ იყო ქარტიაში გათვალისწინებული? ახალი არჩევნები უთუოდ იქნება. თუ ამ ქვეყნის მომავალი და ბედი არის, რომ იყოს სტაბილური და გაგრძელოს თავისი წინსვლა, რისიც მე მჯერა, მაშინ იქნება ახალი არჩევნები, იქნება ტექნიკური მთავრობა, კოალიცია. როდის იქნება? მე, როგორც კაკულია, ისე გეტყვით, რომ ვხედავ, მაგრამ თარიღებს ვერ გეტყვით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ