ინფორმაციაზე, რომ დან სომხეთში თხევადი გაზის იმპორტი საქართველომ დააბრკოლა – სომხური ტვირთების დაბლოკვა არღვევს საუკუნოვანი მეგობრობის სულისკვეთებას – ეს ახლავე უნდა შეწყდეს

სომხური ტვირთების დაბლოკვა არღვევს საუკუნოვანი მეგობრობის სულისკვეთებას საქართველო-სომხეთის შორის, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, საქართველომ უნდა იმოქმედოს ისე, როგორც ნამდვილ პარტნიორს შეეფერება.
„საქართველო უნდა იყოს ნამდვილი პარტნიორი და არა ზეწოლის არხი. ასეთი ქმედებები ზიანს აყენებს ნდობას და რეგიონულ ეკონომიკურ სტაბილურობას. ეს ახლავე უნდა შეწყდეს“, – წერს ზურაბიშვილი.
„რადიო თავისუფლების“ სომხური სამსახურის ინფორმაციით, სომხეთში ბოლო დღეებში თხევადი გაზის ფასები 40%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია დან საქართველოს გავლით მისი იმპორტის სერიოზული დაბრკოლებების შესახებ. გაზის იმპორტიორი და გამყიდველი სომხური კომპანიები აცხადებენ, რომ გასული კვირიდან მათი ასობით მანქანა გაურკვეველი მიზეზების გამო საქართველოს ხელისუფლებამ გააჩერა.
„ჩვენი მძღოლები იქ ბოლო რვა-ცხრა დღის განმავლობაში არიან ჩარჩენილები და ჯერ კიდევ არ არსებობს ნიშნები, რომ ქართველები მათ გავლის საშუალებას მისცემენ“, – განუცხადა „რადიო თავისუფლების“ სომხურ სამსახურს ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელმა. მისი თქმით, სომხეთისკენ მიმავალი 500-მდე სატვირთო მანქანა საქართველოს საბაჟო ტერმინალებში რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – კერძო სკოლებს შეეძლებათ შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა, რაც შეეხებათ საჯარო სკოლებს, თუ ვინმეს ექნება სურვილი, გაიაროს მე-12 კლასი, რომ განაგრძოს სწავლა საზღვარგარეთ, ამისთვის სპეცკლასები შეიქმნება

ირაკლი კობახიძე – თბილისიდან რომელიმე ფაკულტეტის გადატანა არ არის გათვალისწინებული, თბილისმა უნდა დაფაროს ყველა სპეციალობა, ქუთაისმაც უნდა დაფაროს ყველა სპეციალობა, რეგიონული უნივერსიტეტები კი უნდა იყოს მეტად პროფილური

შალვა კერესელიძე – მაღაროში დასაქმებული მუშები უკვე ერთი წელია ღირსეულ ანაზღაურებას ითხოვენ – რა გააკეთეთ იმისთვის, რომ უმუშევრად დარჩენილი 2000 მოქალაქის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვლილიყო?