– ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია! – ადამიანის უფლებები თუ ევროპული ღირებულებები სხვა კი არაფერია!

ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია! – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
პრეზიდენტი თბილისში, კეკელიძის N1-ში, ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების პროცესს ეხმაურება, სადაც აღსრულების ბიუროს თანამშრომლების მისვლას ხმაური მოჰყვა.
„ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია! ადამიანის უფლებები თუ ევროპული ღირებულებები სხვა კი არაფერია!“- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, აღსრულების პოლიცია კეკელიძის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შესვლას ამ დრომდე ცდილობს, მაგრამ სადარბაზოში შესასვლელი რკინის კარი შედუღებულია.
ადგილზე შეკრებილები არიან ოჯახის მხარდამჭერები, რომლებიც აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს საშუალებას არ აძლევენ საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის გამოსახლების პროცესი დაიწყონ.
შეკრებილების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი ადგილიდან უკვე განარიდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია