– ვულოცავ ბელგიის ახალ პრემიერ-მინისტრს, ბარტ დე ვევერს – მჯერა, ბელგია ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს

სალომე ზურაბიშვილი ბარტ დე ვევერს ბელგიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს.
„ვულოცავ ბელგიის ახალ პრემიერ-მინისტრს, ბარტ დე ვევერს. საქართველო ბელგიასთან პარტნიორობის გაღრმავებას მოუთმენლად ელის. მჯერა, ბელგია ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს“, – წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი X-ზე.
ცნობისთვის, დღეს ბელგიის პრემიერ-მინისტრი ნაციონალისტური პარტია „ახალი ფლამანდური ალიანსის“ ლიდერი, ბარტ დე ვევერი გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ქართულმა მხარემ დამალა ჩორჩანაზე ცხინვალის რუსული საოკუპაციო რეჟიმის პოზიციები, გასაგებია რატომაც – კოჩიევის შეფასებით, უკვე არსებობს გარკვეული პოზიტიური ძვრები, რის დასტურადაც მოჰყავს გახარიას მიმართ დაწყებული დევნა