სალომე ზურაბიშვილი – ვიღაცები მეგობრებსა და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ

ეგრეთ წოდებული ერთმორწმუნე და ვითომ ღირებულებების დამცველი! – არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი და საერთოდ სამშობლო ხომ არ იციან,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს, რითაც ს საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავებას ეხმაურება.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მათ ასევე არ შეუძლიათ საკუთარი და მეზობლის მიწების გარჩევა.
“ეგრეთ წოდებული ერთმორწმუნე და ვითომ ღირებულებების დამცველი! არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი და საერთოდ სამშობლო ხომ არ იციან, და არ იციან – არც მისი ნამდვილი საზღვრები და არც გარჩევა საკუთარი და მეზობლის მიწების შორის….
და ამ ყველაფრის მიუხედავად, ვიღაცები მეგობრებსა და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ”, – წერს პრეზიდენტი.
ცნობისთვის, გასულ კვირას რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერზე – ელჩმა უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, თავისი სამინისტროც და შეიძლება უხერხულობის მასშტაბი უფრო დიდი იყოს – ეჭვები ძლიერდება იმის ფონზეც, რომ გერმანულ სტრუქტურებს სამართლებრივი საკითხების მოწესრიგება ახასიათებთ

შალვა პაპუაშვილი საგამოძიებო კომისიაზე – ყველამ თავისი ყურით კიდევ ერთხელ მოისმა ის დანაშაულები, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს აქვს – სექტემბერში უკვე პარლამენტს ექნება შესაძლებლობა, მთლიან დოკუმენტს გაეცნოს, იმსჯელოს და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს

ირაკლი კობახიძე ერთსქესიანთა ქორწინებაზე – ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა გვჭირდება – შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება გვახსენებს, რამდენად დიდია რისკების მასშტაბი და როგორი მოთხოვნები შეიძლება დაგვიყენონ მომავალში