– ვესაუბრე ლატვიის პრეზიდენტს ქართველი ხალხის ურყევი სურვილის მხარდაჭერისათვის ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად – ერთად უფრო ძლიერები ვართ

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ლატვიის პრეზიდენტ ედგარ რინკევიჩს შეხვდა.
„ვესაუბრე ლატვიის პრეზიდენტ ედგარ რინკევიჩს ქართველი ხალხის ურყევი სურვილის მხარდაჭერისათვის ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ერთად უფრო ძლიერები ვართ!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
ინფორმაციისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, რამდენიმე შეხვედრა გამართა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?