ვაშინგტონში ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩავიდა

ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი . ის შეერთებული შტატების დედაქალაქში საპრეზიდენტო ინაუგურაციის ცერემონიაზე დასწრებას გეგმავს, სადაც ფიცს შეერთებული შტატების მომავალი პრეზიდენტი, დადებს. ზურაბიშვილი ვაშინგტონში ანალიტიკური წრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდება.
საპრეზიდენტო ინაუგურაცია კაპიტოლიუმის ბორცვზე ტრადიციულად 20 იანვარს გაიმართება. მასზე დასასწრებად საპატიო სტუმრებს ამერიკის თითქმის ყველა შტატიდან და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ელიან. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საზეიმო ცერემონიაზე ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა მიიწვია.
რესპუბლიკელი კონგრესმენი და “ჰელსინკის კომისიის” თავმჯდომარე, ჯო უილსონი საქართველოს შესახებ ორი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორია: “ქართული კოშმარის არაღიარებისა” და “მეგობარი” აქტების. ორივე კანონპროექტი კონგრესში უკვე წარდგენილია და შემდგომი პროცედურების გავლას ელის.
თბილისში კვლავ გრძელდება მასობრივი საპროტესტო აქციები. ოპოზიციის წევრები და მათი მხარდამჭერები ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
კონგრესმენი უილსონი იმ ამერიკელ და ევროპელ პოლიტიკოსთა და კანონმდებელთა ჯგუფშია, ვინც არ აღიარებს საქართველოში 2024 წლის ოქტომბერში ჩატარებულ არჩევნებს და შესაბამისად, საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტადაც ისევ სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: საქართველოს დავოსში არმიწვევა ნიშნავს, რომ ქვეყანა არის სხვა სახელმწიფოს სატელიტი და “რა საჭიროა?” – ნახეთ ზანგეზურის დერეფანი, ტრამპის მარშრუტი, ალიევის განცხადება, ამ ყველაფრიდან ამოვარდნილი ვართ, აღარ ვართ საინტერესო

ნუგზარ წიკლაური: იცნობთ ქვეყანას სამყაროში, სადაც ფასებს სუს-ი არეგულირებს? გვახსოვს ბრეჟნევის კარაქის, ყველის და პურის ტალონები, აქეთკენ მიდის „ოცნება“ – დებატებზე კი არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობა და „უქარქაშო ხმლები“ „ხალხის ძალის“ სახით დასხდნენ