სალომე ზურაბიშვილი ვარშავის ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე – მმართველი პარტია საქართველოს იზოლაციაში მოქცევას მოსკოვის წაქეზებით ცდილობს – რაც თქვენგან გვჭირდება, არის ყურადღება, ყურადღება და ყურადღება

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც დღეს საქართველოს აქვს, ალბათ, ის არის, რომ ის პატარა ქვეყანაა, რომლის იზოლაციაში მოქცევასაც ამ ქვეყნის მმართველი პარტია მოსკოვის წაქეზებით ცდილობს, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე: ბრძოლა დემოკრატიული სუვერენიტეტისათვის მტრულად განწყობილ სამეზობლოში – განაცხადა.
„ბევრს საუბრობენ მშვიდობაზე საქართველოში, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი ძველი საბჭოთა, ახლა კი რუსული პროპაგანდა, რომელიც საუბრობს მშვიდობაზე და ომს აწარმოებს. ჩვენ საქართველოში ჰიბრიდული ომის წინაშე ვდგავართ. როგორც წესი, ჩვენ ვართ ს საცდელი პოლიგონი, თუ როგორ უნდა სცადონ რუსული იმპერიალიზმის გავლენის აღორძინება მის გარშემო და მის ფარგლებს გარეთ. ჰიბრიდული ომი მათი ახალი ინსტრუმენტია და ისინი, როგორც 1993 წელს ან 2008 წელს, მას საქართველოში ცდიან. ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელიც ყველაფრისგან შედგება: პროპაგანდისგან, კიბერშეტევებისგან, ს მანიპულირებისგან, ისინი ჩვენს საკუთარ, დემოკრატიულ ინსტრუმენტებს იყენებენ. ეს არის ტოტალიტარიზმის მიერ დემოკრატიის დამახინჯება, რადგან სწორედ ტოტალიტარიზმი იქმნება, რასაც ჩვენ ვხედავთ და ამასთან საბრძოლველად საჭიროა ყველა ელემენტი. საჭიროა ძლიერი სამოქალაქო მდგრადობა და ვფიქრობ, რომ ჩვენ ის გვაქვს“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ქვეყნის შიგნით სამოქალაქო მდგრადობა დღევანდელ მსოფლიოში საკმარისი არ არის, თუ „გარედან ყურადღება არ იქნება“.
„ჩვენი ბრძოლა მდგრადობისთვის, რა თქმა უნდა, არ არის უკრაინელი ხალხის შეიარაღებული გმირული მდგრადობა, არამედ ის ძალიან მშვიდობიანია და საშუალებების გარეშე, რადგან ჩვენ არ გვაქვს არანაირი საშუალება, გარდა სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობისა თავდასხმების წინააღმდეგ, რომლებიც ყველა ფრონტზე ხდება, მათ შორის უახლესი, რაც რუსულმა სახელმძღვანელომ შეიმუშავა სამოქალაქო საზოგადოებისა და იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც უკვე 308 დღეა პროტესტს გამოხატავენ თბილისის ქუჩებში. არა მხოლოდ მათ, არამედ მათ ოჯახებს, მშობლებსა და ბებია-ბაბუებსაც კი ესხმიან თავს, რადგან აქამდე ვერაფერი შეაჩერებდა ამ ადამიანებს, რომ განაგრძონ თბილისის ქუჩებში გამოსვლა, ძალიან მშვიდობიანად გამოსვლა. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ 308 დღის განმავლობაში მომიტინგეებს არც ერთი ვიტრინა არ ჩაუმსხვრევიათ.
არ ვსაუბრობ პოლიციის მიერ განხორციელებულ ძალადობაზე. თუმცა, ვიმეორებ, ქვეყნის შიგნით სამოქალაქო მდგრადობა დღევანდელ მსოფლიოში საკმარისი არ არის, თუ გარედან ყურადღება არ იქნება და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც დღეს საქართველოს აქვს, ალბათ ის არის, რომ ის პატარა ქვეყანაა, რომლის იზოლაციაში მოქცევასაც ამ ქვეყნის მმართველი პარტია მოსკოვის წაქეზებით ცდილობს“, – აღნიშნა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ზოგიერთი პარტნიორი ფიქრობს, რომ მათ შეუძლიათ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა იმისთვის, რომ ისინი ძველ პროდასავლურ, პროევროპულ გზაზე დააბრუნონ, რაც ეს ილუზიაა.
„რაც თქვენგან გვჭირდება, არის ყურადღება, ყურადღება და ყურადღება, რადგან ეს არის ერთადერთი დაცვა იზოლაციისგან. როდესაც ჩვენი ზოგიერთი პარტნიორი ფიქრობს, რომ მათ შეუძლიათ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, რათა ისინი ძველ პროდასავლურ, პროევროპულ გზაზე დააბრუნონ, ეს ილუზიაა. თქვენ ვერ დააბრუნებთ ქვეყანას ან მმართველ პარტიას, რომელიც ასე შორს შევიდა რუსეთის მკლავებში, მაგრამ თქვენ მაინც შეგიძლიათ მოსახლეობის დაბრუნება. თქვენ შეგიძლიათ მოსახლეობის დაცვა და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველო დაკარგული არ არის, რადგან საქართველო ქართველების მოსახლეობაა, ეს არის მოსახლეობა, რომელიც ქუჩაშია და ისინი, ვინც ქუჩაში არ არიან, ხვალ, ზეგ გამოვლენ, რადგან ქართველი ხალხის შინაგანი გადაწყვეტილება, არასოდეს დაუბრუნდნენ რუსეთის ბატონობას, არსებობს, მთლიანია და არ შესუსტდება. მაგრამ ჩვენ გვჭირდება თქვენი ყურადღება, თქვენი სოლიდარობა, რადგან მრავალი კრიზისის სამყაროში პატარა ქვეყნისთვის ძალიან რთულია საერთაშორისო ასპარეზზე არსებობა და სწორედ ეს გვჭირდება, სწორედ ამიტომ ვარ აქ“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.