: “ვამხილე საქართველოში მიმდინარე საგანგაშო რეპრესიები”

საქართველოს პრეზიდენტი, იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯა მელონის შეხვდა. ამის შესახებ ზურაბიშვილის სოციალურ ქსელ facebook-ში წერს.
„შესანიშნავი საუბარი მქონდა პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისთან. ვამხილე საქართველოში მიმდინარე საგანგაშო რეპრესიები. მადლობა გადავუხადე მას ქართველი ხალხის მხარდასაჭერად იტალიის მიერ მხარდაჭერილი, ევროკავშირის ძლიერი და გადამწყვეტი ქმედებისთვის. მადლობა, იტალია!“ – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მსოფლიოს ლიდერებთან ერთად ესწრება პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის (Notre Dame de Paris) გახსნის ცერემონიას, რომელიც 7-8 დეკემბერს იმართება.
ტაძრის გახსნის ცერემონიაში საფრანგეთის პრეზიდენტის, ს მიწვევით ასევე მონაწილეობენ -ის არჩეული პრეზიდენტი და ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი, უკრაინის პრეზიდენტი , პრინცი უილიამი, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და სხვა ლიდერები.
პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი 2019 წელს ხანძრის შედეგად დაზიანდა. აღდგენილ ტაძარში პირველი წირვა-ლოცვა 8 დეკემბერს ჩატარდება.
.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: კიდევ კაი, ამ ქვეყანაში კანონი ყველასთვის ერთნაირი რომაა, კიდევ კაი, თორემ, ხომ გავუბოლებდი მეც კაბინეტში, მაგრამ არა, კანონი ყველასთვისაა და მე ყველა არ ვარ, ყველა არის გიზო და მისი საძმაკაცო, ალბათ…