სალომე ზურაბიშვილი – ეუთო-ს თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის წინააღმდეგ ჯარიმები მსოფლიოსთვის გზავნილია: „ქართული კოშმარი“ დიპლომატებს აშინებს, მოქალაქეებს აჩუმებს და ევროპულ პრინციპებზე უარს ამბობს

ეუთო-ს თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის წინააღმდეგ ჯარიმები მსოფლიოსთვის გზავნილია: „ქართული კოშმარი“ დიპლომატებს აშინებს, მოქალაქეებს აჩუმებს და ევროპულ პრინციპებზე უარს ამბობს, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, X-ზე წერს.
მისი თქმით, ევროპამ თვალი არ უნდა დახუჭოს.
„ეუთო-ს თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის წინააღმდეგ ჯარიმები მსოფლიოსთვის გზავნილია: „ქართული კოშმარი“ დიპლომატებს აშინებს, მოქალაქეებს აჩუმებს და ევროპულ პრინციპებზე უარს ამბობს. მოქალაქეების ხმა ჩახშობილია, დემოკრატიული ნორმები უგულებელყოფილია და თავისუფლება საფრთხის ქვეშ არის. ევროპამ თვალი არ უნდა დახუჭოს!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე „გზის გადაკეტვისთვის” 5000 ლარით დააჯარიმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ბეჟაშვილი – 13 წლის განმავლობაში ყველაფერი სცადეს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ გადარჩა – ეს აწუხებს „ოცნებას“, ამიტომ პუტინის მიმართ პირობას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გააუქმებენ, უკვე ერთპარტიულ პარლამენტში ახორციელებენ

გიორგი შარაშიძე – ჩვენ არაფერი საერთო არ გვექნება იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებენ, ბოდიშსაც არ უხდიან მათ, ვინც გააუბედურეს და ზოგადად, მშვიდობიანი დამხობის ახალ სცენარებს ალაგებენ