სალომე ზურაბიშვილი: ეს იყო ჩემი მოწოდება, ეს იყო ჩემი შეთავაზება

“დღემდე დრო იყო მოცემული, ეს არ იყო ულტიმატუმი, მაგრამ დრო იყო მოცემული იმისთვის, რომ მოსულიყვნენ აქა, ან ოცნების წარმომადგენლები, ან თვით , იმისთვის, რომ მოგვეძებნა ამ ღრმა კრიზისიდან პოლიტიკური გამოსავალი, ანუ შეთანხმება ახალ, თავისუფალ, ნამდვილ არჩევნებზე. ეს იყო ჩემი მოწოდება, ეს იყო ჩემი შეთავაზება. იმიტომ, რომ ყოველთვის არსებობს გამოსავალი, როცა ქვეყანაზე ფიქრობ, როცა ქვეყანა გინდა.
აქ არავინ მოსულა და პასუხი ამ შეთავაზებაზე რა იყო ? პასუხი იყო მუქარა ჩემ მიმართ, რაც უშედეგო არის. პასუხი იყო ცინიზმი თქვენს მიმართ, რასაც ასევე, ამას არანაირი შედეგი არასოდეს არ ექნება. პასუხი იყო რეპრესიები, ძალადობა. პასუხი იყო რეალურად, ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ და პასუხი არის დღეს ის პაროდია, რომელიც ახლა ამ წუთებში პარლამენტში ხდება.
ეს არის ნამდვილი პაროდია და ამ სახელმწიფოს არ ეკადრება ასეთი პაროდიები. და იმიტომ, რომ იქ არის პაროდია, ამიტომ არის განსხვავებული ეს ორი სურათი. იქ არიან ჩაკეტილნი, შეშინებულნი, გაყიდულნი, არალეგიტიმურნი, არ აღიარებული არავისგან, სანქცირებულნი და დაბოღმილები. ჩვენ ვართ ღია, თავისუფალნი, ლაღი, მშვიდნი, ძალიან მშვიდნი და ჩვენთან არის სიმართლე, იმიტომ, რომ ჩვენთან არის სიყვარული, ჩვენთან არის ქვეყნის სიყვარული და ჩვენთან არის, რაც შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ერთმანეთის სიყვარული და ამიტომ არის, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ” – თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.