ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
ესტონეთის პრეზიდენტთან, ალარ კარისთან შეხვედრამდე, სალომე ზურაბიშვილი ასევე ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, მარკო მიკელსონს და კომიტეტის წევრებსაც შეხვდა.
ცნობისთვის, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბოლო დღეების განმავლობაში ბალტიის რეგიონს სტუმრობს, სადაც ის მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.
ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრამდე სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩსაც შეხვდა, მანამდე კი 25 მარტს, ზურაბიშვილი ასევე ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედასაც შეხვდა და ლიეტუვის სეიმში სიტყვითაც გამოვიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

 არჩილ ჭავჭანიძე: ხვალ, სამებაში ვინც წარუძღვება ლიტურგიას, მას ერისა და ეკლესიის წინაშე აქვს პრინციპული ვალდებულება, რუსეთიდან “ მოვლენილ” ეგზარქოს და 80 კაციან დელეგაციას, ჩვენი პატრიარქი მოახსენებინოს როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი!