ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, , რომელიც ესტონეთში იმყოფება, ესტონეთის პარლამენტის (რიიგიკოგუს) თავმჯდომარეს, ლაური ჰუსარს შეხვდა.
ინფორმაციას ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„შევხვდი ლაური ჰუსარს, რომელმაც მტკიცედ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი დემოკრატიული არჩევნებისკენ ჩვენს ურყევ სწრაფვაში. გმადლობთ თქვენი პირადი მხარდაჭერისთვის!“- წერს ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ბალტიის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში ესტონეთში იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ

 არჩილ ჭავჭანიძე: ხვალ, სამებაში ვინც წარუძღვება ლიტურგიას, მას ერისა და ეკლესიის წინაშე აქვს პრინციპული ვალდებულება, რუსეთიდან “ მოვლენილ” ეგზარქოს და 80 კაციან დელეგაციას, ჩვენი პატრიარქი მოახსენებინოს როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი!