სალომე ზურაბიშვილი – ევროკომისიის დასკვნა არის ხალხის ევროპული სურვილის აღიარება, მეორე უარი იმედგაცრუება იქნებოდა – მოსახლეობა შეინარჩუნებს სიფხიზლეს მომდევნო თვეებში, არ ვნერვიულობ!

საქართველოს შესახებ ნეგატიური დასკვნა საჩუქარი იქნებოდა რუსეთისთვის და წაახალისებდა მას, გაეძლიერებინა ზეწოლა საქართველოზე, რომ ის ნაცრისფერი ზონა გახდეს და მოიპოვოს ის ქულები, რომელსაც უკრაინაში კარგავს. ეს ასევე არის ხალხის ევროპული სურვილის აღიარება. მეორე უარი იმედგაცრუება იქნებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა le monde-სთან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე: როგორ განმარტავს იმ ფაქტს, რომ კომისიამ დადებითი დასკვნა გამოაქვეყნა, თუმცა ოფიციალური სტატუსის მისაღებად ბრიუსელის მიერ დაწესებული 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ სამი იყო სრულად შესრულებული მთავრობის მიერ – საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა: „არცერთი ქვეყნის დასახელება არ მინდა, მაგრამ პრეცედენტები უკვე იყო“.
„ეს სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილებაა. ნეგატიური დასკვნა საჩუქარი იქნებოდა რუსეთისთვის და წაახალისებდა მას, გაეძლიერებინა ზეწოლა საქართველოზე, რომ ის ნაცრისფერი ზონა გახდეს და მოიპოვოს ის ქულები, რომელსაც უკრაინაში კარგავს. ეს ასევე არის ხალხის ევროპული სურვილის აღიარება. მეორე უარი იმედგაცრუება იქნებოდა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
კითხვაზე: ემუქრება თუ არა ეს პოზიტიური მოსაზრება პრორუსული მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ გაძლიერებას, რომელიც ევროპას 2024 წლის საკანონმდებლო არჩევნების წინ „საქართველოს ომში ჩათრევის“ სურვილში ადანაშაულებს, პრეზიდენტმა უპასუხა – „მოსახლეობას დიდი საბჭოთა წარსული აქვს და იცის, რას ნიშნავს ოფიციალური პროპაგანდა, ამიტომ გონიერია და შეინარჩუნებს სიფხიზლეს მომდევნო თვეებში. არ ვნერვიულობ!“
„ამ პოზიტიურ მოსაზრებას აქვს ერთი ფუნდამენტური ეფექტი: ის აიძულებს ხელისუფლებას დაიკავონ პროევროპული პოზიცია, რაც თვეების განმავლობაში არ მომხდარა. თუ ოპოზიციას, რომელიც დანაწევრებულია, სურს ისარგებლოს ამ ახალი სიტუაციით, მას სხვანაირად მოუწევს კამპანიის წარმართვა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჯივიპი” – რუსთაველის გამზირზე კონტრაქტორი კომპანიის თვითმცლელმა ტრანშიის კიდესთან ახლოს იმოძრავა, რამაც ნიადაგის ჩამოშლა და ტექნიკის მოცურება გამოიწვია, გადაბრუნდა ავტომანქანა – თვითმცლელში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი

ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება, რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული, ეს არის ფაქტები და დანარჩენი სამარცხვინო სპეკულაციებია

იზა ომაძე: მეგობრებო ნუ განგვიკითხავთ, შვილდახვრეტილ, შვილმოკლულ, შვილნაწამებ მშობლებს, განიკითხეთ და მოვთხოვოთ ერთად სისტემას, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა მსგავსი, გზას აცდენილი ახალგაზრდების არსებობა…