– ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება ქართველი ხალხისთვის დიდი გამარჯვებაა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება ქართველი ხალხისთვის დიდი გამარჯვებაა, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„გუშინ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მმართველ პარტიას სამთვიანი გაფრთხილება მისცა, რათა პირობები (ახალი , პოლიტპატიმრების გათავისუფლება, პოლიციის მიერ ძალადობის დასრულება) შეასრულოს ან გარიცხვა მოხდება. ეს ქართველი ხალხისთვის დიდი გამარჯვებაა, მაგრამ დასანანი, რადგან ევროპის საბჭო პირველი ევროპული ორგანიზაციაა, რომელსაც საქართველო შეუერთდა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ქართველი ხალხის მოთხოვნების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„საპროტესტო აქციების 64-ე დღე საქართველოს 7 ქალაქში, აქციები ძლიერია ისე, როგორც არასდროს. მოთხოვნები უცვლელი რჩება: ახალი , თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება პოლიტპატიმრებს. მადლობა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ქართველი ხალხის მოთხოვნების მხარდაჭერისთვის და მათი წევრობის შენარჩუნებისთვის აუცილებელ პირობებად გადაქცევისთვის“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 114 ხმით 13-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას და „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება გარკვეული დათქმებით ცნო. კერძოდ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. „ქართული ოცნებამ“, რეზოლუციის საპასუხოდ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ