სალომე ზურაბიშვილი ევროპის დღეზე – ეს არის ერთობლივი ზეიმი, ვისაც სჯერა, რომ ღირსება, თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის ევროპასთან ერთად

ეს არის ერთობლივი ზეიმი, ვისაც სჯერა, რომ ღირსება, თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის ევროპასთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს ევროპის დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მისვლისას განუცხადა.
კითხვაზე, მიიღო თუ არა მან ღონისძიებაზე დასასწრებად მოსაწვევი, ზურაბიშვილი პასუხობს: „მე აქ მოვედი ჩემით, როგორც ყველა მოვიდა“.
ინფორმაციისთვის, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ევროკავშირის საელჩოს ორგანიზებით, ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო