სალომე ზურაბიშვილი – ევროპა არის სწორედ პატრიოტების, იმ ადამიანების, რომლებიც თავიანთი ქვეყნის იდენტობას იცავენ და ისინი, ვისაც საქართველო რუსეთისკენ მიჰყავს, არც პატრიოტები არიან, არც ჩვენს იდენტობას იცავენ და არც დამოუკიდებლობას

ევროპა არის სწორედ პატრიოტების, იმ ადამიანების, რომლებიც თავიანთი ქვეყნის იდენტობას იცავენ და ისინი, ვისაც საქართველო სკენ მიჰყავს, არც პატრიოტები არიან, არც ჩვენს იდენტობას იცავენ, არც ჩვენს დამოუკიდებლობას. ეს გზა არ არის საქართველოს გზა!- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ქვეყნის არსებობა, დამოუკიდებლობა, თავისუფლება, მშვიდობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მჭიდროდ იქნება ის ევროპასთან.
„ვულოცავ სრულიად საქართველოს ევროპის დღეს. ეს არის საქართველოს დღე რეალურად. ევროპა და საქართველო არის განუყოფელი. ჩვენი მომავალიც ევროპაა, ჩვენი წარსულიც ევროპაა. ჩვენი არსებობა, დამოუკიდებლობა, თავისუფლება, მშვიდობა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მჭიდროდ ვიქნებით ევროპელებთან ერთად თუ ევროპაში. ამის არ დანახვა და ამ ქვეყნის იზოლირება, დატოვება რუსეთთან არის ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება რომელიმე ხელისუფლებამ ამ ქვეყანას გაუკეთოს. ეს კარგად უნდა გვესმოდეს. ის დაშორება, რასაც დღეს ჩვენ ევროპისგან ვგრძნობთ, არის არა ევროპის ბრალი, არა ევროპის მოქმედება ჩვენ წინააღმდეგ, იმიტომ, რომ რაღაც სისულელეები: ნამეტანი პატრიოტები ვართ… ევროპა არის სწორედ პატრიოტების, იმ ადამიანების, რომლებიც თავიანთი ქვეყნის იდენტობას იცავენ და ისინი, ვისაც საქართველო რუსეთისკენ მიჰყავს, არც პატრიოტები არიან, არც ჩვენს იდენტობას იცავენ, არც ჩვენს დამოუკიდებლობას და ეს გზა არ არის საქართველოს გზა!“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ