სალომე ზურაბიშვილი ედგარს რინკევიჩსს – მადლობას გიხდით საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ქართველი ხალხის მიმართ ლატვიის ურყევი მხარდაჭერისთვის

საქართველოს პრეზიდენტი ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ქართველი ხალხის მიმართ ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში ლატვიის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გაავრცელა.
„ბატონო პრეზიდენტო, მადლობას გიხდით საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ქართველი ხალხის მიმართ ლატვიის ურყევი მხარდაჭერისთვის.
გმადლობთ, რომ საქართველოსათვის ამ გადამწყვეტ მომენტში გამართულ ვიზიტში, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აქტიური მონაწილეობა მიიღო“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეგი გოცირიძე: ერთი ისტორია გამახსენდა, რაც 2007 წლის გაზაფხულზე მოხდა, როცა რამდენიმე პარლამენტარს ჯანდაცვის კომიტეტიდან გვთხოვა მიშამ ერედვში, ქურთასა და თამარაშენის მოსახლეობაში ძალიან ემოციური ფონია და იქნებ ჩახვიდეთ და მიხედოთო..