– დღეს შვედეთის ელჩს შევხვდი, რათა განგვეხილა მზარდი რეპრესიების ფონზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის დახმარების დაუყონებლივი საჭიროება

დღეს შვედეთის ელჩს, ანა ლიბერგს შევხვდი, რათა განგვეხილა მზარდი რეპრესიების ფონზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის დახმარების დაუყოვნებლივი საჭიროება. ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“დღეს შვედეთის ელჩს, ანა ლიბერგს შევხვდი, რათა განგვეხილა მზარდი რეპრესიების ფონზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის დახმარების დაუყოვნებლივი საჭიროება.
ქართველი ხალხისა და ჩვენი დემოკრატიისადმი შვედეთის ძლიერი მხარდაჭერა ძალიან დაფასებულია,” – წერს ზურაბიშვილი.
თავის განცხადებას ზურაბიშვილი ასევე ურთავს შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის წერილს, რომელიც 5 მაისით არის დათარიღებული.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო